ვეროპარლამენტის პრეზიდენტმა ქართველ ქვიარ თემს სოლიდარობა გამოუცხადა

პუბლიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოძალადე ჰომოფობი ჯგუფის მიერ თბილისი პრაიდის ჩაშლას გამოეხმაურა და ქვიარ თემს სოლიდარობა გამოუცხადა.

ამის შესახებ მეცოლამ ევროპარლამენტის სესიაზე ისაუბრა.

„გასულ შაბათს, საქართველოში, თბილისში ვიხილეთ თბილისი პრაიდის ძალადობრივად ჩაშლა.

ამ სივრცეში ანტი-LGBTQI რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის. LGBTQI საზოგადოების სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ, იცხოვრონ შიშის გარეშე. აქედან მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა“, – თქვა მან.

8 ივლისს დაგეგმილი თბილისი პრაიდფესტივალი მოძალადე ჯგუფებმა ჩაშალეს, ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს, დაიტაცეს ნივთები, დაწყვეს დროშები და ინვენტარი. შსს-მ „თბილისი პრადის“ გუნდი ტერიტორიიდან გაიყვანა, რადგან მათ „ვერ შეძლეს ხალხის ამ რაოდენობის შეკავება“.