ბროვარში, კიევის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები დაიღუპნენ.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო აცხადებს, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ენინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 2 ბავშვიც. 22 დაშავებული, რომელთა შორის 10 ბავშვია, საავადმყოფოში გადაიყვანეს.