„სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მინახავს შეურაცხმყოფელი კომენტარები გუშინდელი აქციის კონტექსტში და არ ვიცი რა ითქვა.
მაგრამ როგორც კარგი ევროპელი ყოველთვის მივიჩნევ, რომ შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი, ამიტომ სკეპტიკური ვიქნები ზოგადად შეურაცხყოფის მიმართ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც გუშინ „ქართული ოცნების“ აციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
თუმცა, კარლ ჰარცელის თქმით, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლარიზებულია მეორე ტურის საარჩევნო კამპანია და შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთისთვის არ შეესაბამება წინასაარჩევნო გარემოს.
„მე ვფიქრობ, რომ ის რასაც ვხედავთ მეორე ტურის კამპანიაში, არის მაღალი ხარისხის პოლარიზაცია. შეურაცხყოფის გაცვლა-გამოცვლა შეუსაბამოა ისეთი საარჩევნო გარემოსთვის, რომელიც უნდა ეხებოდეს პარტიებს, არჩევანს, რომელიც უნდა კეთდებოდეს ფაქტობრივ საფუძველზე“, – განაცხადა ჰარცელმა.