„კი, ამაზე სერიოზულად ვფიქრობ, – ასე პასუხობს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეკითხვას, გეგმავს თუ არა მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას, თბილისში ან სხვაგან.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა.
„არა მხოლოდ მე, არამედ სხვა კანდიდატებზეც ვფიქრობთ „სამოქალაქო მოძრაობიდან“. ეს, ალბათ, შეთანხმების საგანი იქნება“, – ამბობს ის.
მისი თქმით, თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება შედგება, „ყველამ ცოტა მადას უნდა დაუწიოს“ და ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგებით იხელმძღვანელონ.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ეს კარგი იქნება ხელისუფლების შესაცვლელად და კოალიციური ურთიერთობების კულტურის ნელ-ნელა გამოსამუშავებლად..