საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით.
„თავდაცვის სისტემაში 8%-ს წარმოადგენენ ქალები. სამოქალაქო ნაწილში არის 51% მანდილოსანი, მისიებში 2.7%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები.
25 მანდილოსანი ჩაეწერა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე, რომელიც სულ ახლახან დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ინტერესი ქალების მხრიდან არის მზარდი და ჩვენ ამ მიმართულებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს.
ქალებისთვის ჯარში წასვლა არ არის სავალდებულო, მაგრამ მიმაჩნია, რომ, ვინაიდან ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის ეს, რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს მათ შორის, როგორიც არის ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ქალებმა უფრო მეტას უნდა იაქტიურონ, მეტი სურვილი გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.