„პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მიმდინარეობს დიპლომატიური ქმედებები, თუმცა ვფიქრობ, რომ საბჭო უფრო გადაიხრება ამ რეკომენდაციების შესრულებისკენ. მათ ყურადღებით გავეცანი, განსაკუთრებით საქართველოს გამო. გარკვეული პერიოდის წინ, ჩემი შეშფოთების მიუხედავად, შევეცადე ბიძგი მიმეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის“, – ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.
„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებულ იქნას შესაძლებლობების ეს ფანჯარა. უნდა ვაღიარო, რომ ეს რეკომენდაციები ევროპული ენის ცოდნიდან გამომდინარე, ზოგადად, პოზიტიურია საქართველოსთვის და ფანჯარას ღიას ტოვებს. საერთო ჯამში, დამოკიდებულება პოზიტიურია. არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული პირობები საქართველოსთვის“, – განაცხადა ფოტიგამ.
24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.