ვფიქრობთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას - ყაველაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს.

„ვფიქრობთ, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას”, – წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

„შესაძლებელია, აი ახლა იდეა გამიჩნდა, იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რომ ჩვენ რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ. ამით მაინც დავანახოთ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ამ პოზიციის მომხრეა, ომის არდაშვება და ღირსეული პარტნიორობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების (აშშ-ის და ევროკავშირის) რომ მათ გველაპარაკონ ღიად, დაიცვან ის პოზიციები და არ მოხდეს აქ ხელოვნური ჩარევა და რევოლუციებზე ფიქრი”,- განაცხადა Postv-ს ეთერში საუბრისას ყაველაშვილმა.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს.