„ჩვენი გეგმა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახაძემ სტრასბურგში, ვეროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ.
მისი თქმით, ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.
ირაკლი აღნიშნა, რომ შესაბამისი განცხადება გაკეთდება ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან, რასაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუჭერს მხარს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად.
„ჩვენ ამ ფორმატს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩენს კოლეგებს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეგიონების ოკუპაციასთან, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან. ასევე ვისაუბრებთ, კოლეგებთან და მეგობრებთან, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე . ამ პლატფორმას ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე აპირებენ, დააყენონ საკითხი, ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესახებ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2019 წლის ივნისში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რითიც რუსეთის დელეგაციასა ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება, რომელიც შეჩერებული ჰქონდა, კვლავ მიეცა.