ვგმობ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ის გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას.

„ეს კიდევ უფრო მეტად უთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აცლის საფუძველს კონფლიქტის გადაწყვეტას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მხარეც იყო რუსეთი“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო, რომლის წევრიც არის რუსეთი, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. დონეცკი და ლუჰანსკი კი უკრაინის ნაწილია.

სტოლტენბერგის განცხადებით, მოსკოვი განაგრძობს კონფლიქტის გაღვივებას და ამზადებს შეჭრის სცენარსაც. NATO კი მოკავშირეებთან ერთად მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრებიდან და დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას.