საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვას.
როგორც ის წერს, არაფერია იმაზე უფრო დამანგრეველი, როდესაც ისმენ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს ბარბაროსული დაბომბვის შესახებ.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ამ მშიშარა თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს #Stop RussianAgression“, – წერს ის.
უკრაინაში მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ დაშავდა 17 და დაიღუპა სამი ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გუშინ რუსებმა მარიუპოლის სამშობიაროზე საჰაერო იერიში მიიტანეს.