საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და გმობს მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, კახაბერ ეცადაშვილის ცემის და უკანონოდ დაკავების ფაქტს.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კახაბერ ეცადაშვილი ძალადობრივად გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ, როდესაც ის მის მეუღლესთან ერთად იდგა და საქართველოს ჰიმნს მღეროდა მშვიდობიან აქციაზე. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას განთავისუფლებული კახაბერ ეცადაშვილი.
ჩვენი ასოციაცია გმობს და ემიჯნება ხელისუფლების მიერ განხორიელებულ ძალადობას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ხელისუფლების მცდელობას, მიითვისოს ქართველი ხალხის ნება, შეცვალოს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული კურსი და ფეხქვეშ გათელოს ადამიანის უფლებები, რასაც მივყავართ საქართველოს სრული იზოლაციისკენ და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისკენ. საქართველოს ადგილი არის ცივილიზებულ ევროპულ ოჯახში. არა ავტორიტარიზმს, არა ძალადობას“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ხათუნა ჯალაბაძე;
გიორგი პაპიაშვილი;
ნიკა ქურიძე;
ზვიად მათოშვილი;
გიორგი ჩხოლარია;
ევგენი ლაბარტყავა;
ნიკოლოზ ლომიძე;
გურამ იმნაძე;
ირაკლი გიორგბერიძე;
ირაკლი მენაბდე;
გიორგი ცხომელიძე;
გურამ მაჩიტიძე;
მინდია ბუცხრიკიძე;
გიორგი ჭოლაძე;
ბუხუტი ბერიძე;
მირიან ჯინჭველაშვილი;
ირაკლი ნინუა;
იმედა აზალაძე;
გიორგი მეფარიძე;
ნინო კაპანაძე;
ხათუნა ხარაბაძე;
ილია ხვიჩია