ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის მიმართ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს „თავდასხმად” აფასებს და საზოგადოებრივად აქტიურ პირებს უპატივცემულო ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – წერია განცხადებაში.