„ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და ელენე ხოშტარიას მიმართ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს" - ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“

პუბლიკა

„ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“  განცხადებას ავრცელებს და გმობს ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს, ასევე სამართალდამცავების მხრიდან მათ უკანონო დაკავებებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი ძალადობრივი მოქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს.

ორგანიზაცია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება

„ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს, ასევე სამართალდამცავების მხრიდან მათ უკანონო დაკავებებს.

ასეთი ძალადობრივი მოქმედებები ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს ჩვენს საზოგადოებაში.

მოვუწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, დაიცვან დემოკრატიული პრინციპები, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებს და გამიჯნონ პოლიტიკური კრიტიკა ძალადობისა და შეურაცხყოფისგან.

მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უზრუნველყონ კანონის სრული ძალით აღსრულება”, – ნათქვამია განცხადებაში.