ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში გმობს ცხინვალში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას აგრძელებს.
„უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურებაც პუტინმა სცადა. სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ სამხრეთ ოსეთში გუშინდელ უკანონო არჩევნებს და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – წერს რიში.
8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. პირველადი მონაცემებით, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ალან გაგლოევი ლიდერობს.