ვიცე-პრემიერები დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი იქნებიან

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას სიახლე გააცნო. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ორი ახალი ვიცე-პრემიერი: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.


ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას პარლამენტმა ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.