საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის, ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახლახო დამცველად აირჩიეს.
ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერად ენმ-მ 16 მაისს წარადგინა.
არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში, ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც – განაცხადა „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 18 მაისს.
ამის შემდეგ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კობახიძის განცხადების შემდეგ გუნდის პოზიცია ცალსახა იყო.