ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - წულუკიანი მელიაზე

პუბლიკა

“ვერ ვესწრები სხდომას, მაგრამ ვიცი, პარლამენტი მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონსა და სახელმწიფოს, ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „ფეისბუქში“ წერს.

„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, „ბიძიკო“, – წერს წულუკიანი.

 

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და…

Posted by წულუკიანი თეა on Monday, February 15, 2021

თეა წულუკიანს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.