ვიდეო ► პენიტენციური სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის დატოვების კადრებს ავრცელებს

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების კადრებს ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ომბუდსმენის ცნობით, სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასრაფოს მანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით მე-18 დაწესებულებაში შეიყვანეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლის ცნობითაც, ძალის გამოყენება მოხდა გლდანის ციხეში შესახლების დროს.