ვიდეო ► პენიტენციური სააკაშვილის მორიგ ხმოვან კადრებს ავრცელებს

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ ხმოვან კადრებს ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს”, – წერს პენიტენციური სამსახური.

დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტრის, მიხეილ სააკაშვილის შესახლების კადრები გაავრცელა.