„წადი, წადი“ – თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აპროტესტებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების შემდეგ, რომ „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს“, „უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და „მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს“, თბილისში რამდენიმე აქცია დაიგეგმა.