ვიდეო | ჩიტაძის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალების ჯგუფს თავს დაესხნენ

პუბლიკა

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციაზე მიმავალ ტრანსგენდერი ქალების ჯგუფს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილები პოლიციას ელოდებიან, რომ მათი დახმარებით უსაფრთხოდ გადაადგილდნენ პარლამენტამდე. როდესაც მათ პარლამენტის უკან მდებარე სკვერიდან მოძრაობა დაიწყეს, რამდენიმე პირი მივარდა და წიხლების რტყმა დაუწყო. მანამდე ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ვიდეოში ამბობდა, რომ კვერცხი მოხვდა.

აქტივისტების ინფორმაციით, დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ.