ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტირიაზე არიან შეკრებილი. ისინი ჟურნალისტებზე დევნასა და თავდასხმას აგრძელებენ.
„პუბლიკის“ ჟურნალისტი ადგილიდან გვაწვდის ინფორმაციას, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტს რატი წვერავას რამდენიმე ადამიანი დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„რადიო თავისუფლების” ცნობით, მათ ჟურნალისტებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად. ჟურნალისტ თორნიკე მანდარიასა და ოპერატორ დათო ქორიძეს დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როცა ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ, უზიანებენ ტექნიკას და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.
დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშია დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.