„ემა თავიც არ დაკარგო, გაწიე თავი”, – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის” ჟურნალისტს ემა გოგოხიას.
აღნიშნული რეპლიკა მინისტრმა ჟურნალისტის მისამართით მას შემდეგ გააკეთა, როცა ოპერატორებმა ჟურნალისტებს კადრიდან გაწევისკენ მოუწოდეს.
ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე – „ვინც გაათავისუფლეთ, რატომ გაათავისუფლეთ, რეპრესიები რატომ განხორციელდა მათზე”, წულუკიანი მას კვლავ ირონიით პასუხობს: „ფეხს თუ დააბაკუნებ, გიპასუხებ”.
22 ივლისს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამავე ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ემა გოგოხია ამბობდა, რომ დარბაზში მყოფი მინისტრი შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა, ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა. მიკროფონი წულუკიანმა ტელევიზიის ჟურნალისტს არჩევნების შემდეგ, ოქტომბერში დაუბრუნდა.