„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, მიჩიგანის შტატში ორი ჰიდროელექტროსადგურის – ედენვილისა და სენფორდის კაშხლები რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა და გაირღვა.
მათივე ცნობით, გუბერნატორმა მიდლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დაწყებულია ევაკუაცია და ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიებზე გადაჰყავს. დინების მიმართულებით და მის სიახლოვეს მცხოვრებლებს ამ ადგილების დატოვებისკენ მოუწოდებენ. მოსახლეობამ ადგილობრივი სინოპტიკური ცენტრისგან დატბორვის თაობაზე შეტყობინება მიიღო.
გამოცემის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ წყლის დონე კაშხლის სიმაღლეს აჭარბებს. გუბერნატორის თქმით, ქალაქ მიდლენდში წყლის დონემ შეიძლება 3 მეტრს მიაღწიოს.
https://www.facebook.com/amerikiskhma/videos/243598090078118/