ვიდეო | NYFF აქვეყნებს ფრაგმენტს ახალი ქართული ფილმიდან „დასაწყისი“

პუბლიკა

ნიუ-იორკის კინოფესტივალი დეა კულუმბეგაშვილის ფილმიდან – „დასაწყისი“ ფრაგმენტს აქვეყნებს. ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია ფესტივალის მთავარ პანელზეა წარმოდგენილი. ნიუ-იორკის კინოფესტივალი 17 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე იმართება.

27 სექტემბერს „დასაწყისი“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა – სურათი მთავარი ჯილდოს – „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. ამავე ფესტივალზე „დასაწყისმა“ კიდევ სამი ჯილდო მოიპოვა: დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა); ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა); დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);

რამდენიმე დღის წინ სურათი ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელიც გახდა.