გლდანის ოლქის 79-ე უბანზე, „პუბლიკის” ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.
ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ფეხი დაარტყა მას.
გარდა ფიზიკური დაზიანებისა, „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა.
მიდია გაბაძე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.