ქუთაისში ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა დატოვა. „ლჯ და კომპანიის“ კლინიკის პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი სამედიცინო პერსონალმა ტაშით გააცილა. ვიდეოს თავად კლინიკის Facebook-გვერდი ავრცელებს.
https://www.facebook.com/136623193732422/videos/2577736539153101/
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ დღეისთვის უკვე 67-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ 266 დადასტურებული შემთხვევაა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 266
- აქედან გამოჯანმრთელებული – 67
- გარდაცვლილი – 3
- კარანტინის რეჟიმში – 4872
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3