იუსტიციის სახლი მოქალაქეებს განსაკუთრებული აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, სერვის ცენტრებში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტისგან”, – წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
იუსტიციის სახლი დისტანციური მუშაობის რეჟიმის გასამარტივებლად მოქალაქეებისთვის ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია დისტანციური სერვისებით სარგებლობის ინსტრუქციები.