ვიდეო: რუსი მოროდიორები ხარკოვში მაღაზიას ძარცვავენ | Liveuamap

პუბლიკა

Liveuamap ავრცელებს კადრეებს და წერს, რომ რუსი მოროდირები ხარკოვში მაღაზიას ძარცვავენ.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში არიან, სადაც ამ წუთებში ბრძოლა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ. ინფორმაციას და ვიდეომასალას უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ სამხედრო მანქანები „ქალაქში შეიჭრნენ”.

კადრები, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი რუსული სამხედრო მანქანა მოძრაობს ქალაქის ქუჩებში.

სინეგუბოვმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფრებში და არ გამოვიდნენ ქუჩაში.