11 პირის საქმე | რა აჩვენა ბრალდების მტკიცებულებებმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე

ნათია ამირანაშვილი

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე სასამართლომ უკვე მოუსმინა ბრალდების ყველა მოწმეს და გამოიკვლია მტკიცებულებები.

გავიხსენოთ და ვნახოთ, რა აჩვენა ბრალდების მტკიცებულებებმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.

დაზარალებული პოლიციელები ვერ ასახელებენ, ვინ მიაყენათ დაზიანება.

მთავარი გამომძიებლის თქმით, ბრალდებულებსა და ე.წ. ორგანიზატორებად მოაზრებულ პირებს შორის პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის.

საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.