► 2015 წლის 13 ივნისის ღამით მდინარე ვერეს და მისი შენაკადების აუზში მოსული დიდი ოდენობით ნალექის შედეგად ვერეს ხეობა დაიტბორა. წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება; დაზარალდა ათასობით მოქალაქე; დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი.
► ტრაგიკული მოვლენების შემდგომ სპეციალისტები, გარემოსდამცველები, აქტივისტები ითხოვდნენ, რომ ვარაზის ხევში არ გაცემულიყო ახალი მშენებლობის ნებართვები. თუმცა რიგ ობიექტებზე მშენებლობის ნებართვები მომდევნო წლებში გაიცა.
► სტიქიის შემდეგ გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა დაიწყეს სტიქიის მძიმე შედეგების გამომწვევი მიზეზების შესწავლა. „დადგებოდა თუ არა იგივე სიმძიმის შედეგები, საავტომობილო მაგისტრალი, გვირაბები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები რომ არ ყოფილიყო ადიდებული ვერეს გზაზე?“,- წერდა „მწვანე ალტერნატივა“ 2015 წელს. ორგანიაზაცია აცხადებდა რომ: მდინარე ვერეს ჭალის სტრუქტურის შეცვლამ და ჭალის ტყის განადგურებამ გარკვეულწილად განაპირობა დატბორვა მზიურისა და ზოოპარკის, ხოლო 1930-იან და 1950-იან წლებში აშენებული გვირაბები მნიშვნელოვნად დაგრძელდა 2009-10 წლებში, რამაც შეამცირა ხე-ტყითა და მყარი მასალით გაჯერებული წყლის გამტარუნარიანობა.