აითაჯ ხალილი არჩევნებზე დამკირვებლის გამოცდილებაზე

პლატფორმა „სალამის“ წევრი, აითაჯ ხალილი არჩევნებზე დამკირვებლის გამოცდილებაზე ჰყვება:

„უბანზე იმყოფებოდა ადამიანი, რომელსაც არც ბეიჯი ჰქონდა, არც არაფერი და დღის განმავლობაში შემოჰყავდა მოქალაქეები, აორგანიზებდა ამომრჩეველთა ნაკადის შემოსვლას, უბნის გარეთ კი ეუბნებოდა, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა. შიგნით ამომრჩეველს წაართვა ბიულეტენი და შეამოწმა. კომისიის თავმჯდომარეს კი არანაირი რეაქცია არ ჰქონდა ამაზე“;

„22-ე ოლქის 44-ე უბნის კართან მთელი დღის განმავლობაში იყო 30-დან 50-მდე მამაკაცი თავმოყრილი… როცა დავინახეთ, რომ თავმჯდომარესაც არ შეეძლო ამ მდგომარეობის მართვა, გამოვიძახეთ პოლიცია, მინიმუმ 3-4-ჯერ დავრეკე 112-ში და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
შემდეგ ამ უბანზე სხვა დამკვირვებელმა ჩამანაცვლა და დაახლოებით, 1 საათში გავიგეთ, რომ მას სცემეს. ისევ გამოიძახეს პოლიცია და პოლიციის მხრიდან არც მაშინ მოსულა არავინ“.