რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციის რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ საბა მეფარიშვილს 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საბას ოჯახი ვანში ცხოვრობს. ,,პუბლიკა” მათ სოფელ დიხაშხოში ესტუმრა.
ოჯახი სოციალურად დაუცველია – საბას დედა, შორენა როხვაძე გვიყვება, რომ შვილის დაჭერის შემდეგ საბას წილი სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.
დედა, რომელიც ავადმყოფ ქმარსა და დას უვლიდა, დამწვრობის გამო ამ ეტაპზე ამასაც ვეღარ ახერხებს.
,,ვუცდით მაგას, რომ ორი ლუკმა საჭმლის ფული მოგვაწოდოს” – ოჯახი საბას გათავისუფლებას ითხოვს. მზად არიან დაზიანებული ჯებირის შეკეთებაზეც.