„სახელმწიფოს თუ უნდა, რომ ჩვენ სასახელო ბავშვები გავიზარდოთ, ჩვენ გვჭირდება ძალა, ენერგია” – 24 დეკემბერს უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს.
„მოვაგროვებთ 25 000 ხელმოწერას, იმისთვის, რომ ეს საკითხი გახდეს განხილვის საგანი ყველგან, სადაც ეს საჭიროა“, – განაცხადა გიორგი ხასაიამ მოძრაობა „ხმიდან“, რომელთა ორგანიზებითაც დაიწყო აღნიშნული კამპანია.
„პუბლიკა” გთავაზობთ ბავშვების მოსაზრებებსა და გამოცდილებებს, თუ რატომ უნდა იყოს სკოლებში კვება უფასო.