Covid 19 და დასაქმებულები

მაკა მინდიაშვილი კაზინო „ზანადუში“ ჰოსტესის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ის გვიყვება, პანდემიის გამო 16 მარტიდან 500-მდე თანამშრომელთან ერთად სამსახური დაკარგა. სანამ უბნის ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში სამსახურს იშოვნიდა, დაახლოებით თვენახევარი შემოსავლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალ სამსახურში რეგისტრაციის გამო კი სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარებაც ვერ მიიღო.
____________________________________________________
ვიდეო მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.