დაკარგული სამსახური და სტუდენტის შეწყვეტილი სტატუსი - რა შეცვალა პანდემიამ ბეჟანის ცხოვრებაში

⭕️ თბილისში ქირით ცხოვრობდა და მუშაობდა. საკუთარი ხელფასით ირჩენდა თავს და იხდიდა სწავლის გადასახადსაც. კორონავირუსის პანდემიამ კი მისი ცხოვრება მთლიანად უარესობისკენ შეცვალა.

⭕️ ბეჟან ბერულავას რეგულაციების დაწესების შემდეგ სახლიდან უნდა ემუშავა, მაგრამ ნაქირავებ სახლში შესაბამისი პირობები არ ჰქონდა. სამსახური დაკარგა და მალევე მოუწია სტუდენტის სტატუსის შეჩერებაც.

⭕️ უნივერსიტეტს შეღავათის თხოვნით მიმართა. ჰყვება, რომ მათ დახმარება შესთავაზეს, თუმცა, უსამსახუროდ დარჩენილს, თბილისში ცხოვრება აღარ შეეძლო და არც დისტანციურად ჰქონდა შესაბამისი პირობები.

⭕️ ჯერჯერობით ის დახმარებაც არ მიუღია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დააწესა სახელმწიფომ. თუმცა, ცხოვრებას იმედიანად უყურებს და სჯერა, რომ სექტემბრიდან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
______
ვიდეო მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.