ღვეზელები უსახლკარო მოხუცებისთვის

„ეს ინიციატივა ეხება ქუჩაში მყოფ მოხუცებს, უსახლკაროებს და ყველას ვინც იძულებულია სიცივის და პანდემიის პირობებშიც მოწყალების თხოვნით მოიპოვოს საკუთარი თავისთვის საკვები.“

ეს არის ნინო ბოლქვაძისა და ნინო ბექაიას ინიციატივა, რომლებიც უსახლკარო მოხუცებისთვის ღვეზელებს აცხობენ, აგროვებენ ფულს და ცდილობენ პანდემიით გართულებული ზამთრის ცხოვრება შეუმსუბუქონ.

მათი სურთ, საზოგადოებას აჩვენონ ისიც, რომ მცირე თანხითაც შესაძლებელია დაეხმარო ხალხს. შესაძლებელია, რამდენიმე ლარით სხვისთვის ფასდაუდებელი სიკეთე გააკეთო.

„როცა ბევრნი ვართ, თანხაც გროვდება და ბევრი ადამიანის დახმარებაც ხდება შესაძლებელი. ამ ინციატივასაც სულ ორ დღეში გავუწიეთ ორგანიზება. ასე რომ, ეს არ არის რთული და თითო ლარიც არის მნიშვნელოვანი.

ეს არ არის მხოლოდ საკვები. ეს არის სითბო, ეს არის მხარდაჭერა, ზრუნვა და ემოციები, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს. მხოლოდ ასე გადავრჩებით – ერთად“

ინიციატივის შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ Facebook გვერდზე:

Perojok

უსალხკარო მოხუცების საკვებითა და პირველადი საჭიროებებით დახმარებისთვის შეგიძლიათ თანხა გადაურიცხოთ ამ ინიციატივის ავტორს: GE65TB7494145061100034 მიმღები: ნინო ბოლქვაძე.

—————————————————
ვიდეო მომზადდა CTC-ის და „პუბლიკას“ ერთობლივი პროექტის „COVID-19 და საზოგადოებრივი ინიციატივების“ ფარგლებში.