გიორგი ტატულაშვილის ოჯახი კერამიკის წარმოებაში XIX საუკუნიდანაა ჩართული. ახლა ის ერთადერთია, რომელიც ამ ტრადიციას აგრძელებს. ვიდეოში ის გვიჩვენებს ღვინის ტრადიციუალი სასმისის, მარანის შექმნის პროცესს.
„მარანი, ღვინის ტრადიციული სასმისი და ზიარჭურჭლის ნაირსახეობაა, რომლის მორთულობაშიც ხშირად გამოიყენება არქეტიპული ზოომორფული სახეები: ირიმები ჯიხვები და სხვა. ეს სახეები, თავის მხრივ ნაყოფიერების უძველეს კულტთანაა დაკავშირებული. გიორგი ტატულაშვილი ოჯახი კერამიკის წარმოებაში XIX საუკუნიდანაა ჩართული. გორი ცნობილი იყო მოჭიქული კერამიკით, რომლის გაფორმებაშიც წამყვანია თეთრ ნახევრადგამჭვირვალე ან ყვითელ ფონზე მწვანე ფერით შერულებული ორნამენტები. გიორგი ტატულაშვილი ერთადერთია, რომელიც ამ ტრადიციას აგრძელებს, მისი სახელოსნო-მუზეუმი მდებარეობს გორში. აქვე შემორჩენილია XIX საუკუნის ღუმელი, სადაც კერამიკას წვავდნენ“,- ამბობენ ტრადიციული რეწვის ასოციაციაში.
ვიდეო შექმნილია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინფესტივალის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია USAID Zrda Activity in Georgia
„პუბლიკა“ ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში შემოგთავაზებთ საქართველოს რეგიონებიდან სხვადასხვა დარგის ოსტატების შესახებ შექმნილ ვიდეოისტორიებს.