დიდუბის ავტოსადგურში თვითდასაქმებული ქალები, რომლებსაც წვრილმანი ნივთების გაყიდვით გააქვთ თავი, „პუბლიკას“ თავიანთ გასაჭირზე ესუბრებიან. ისინი წლებია სხვადასხვა მიმართულებით გამსვლელ ავტობუსებსა თუ მიკროავტობუსებში ვაჭრობენ. მათი ყოველდღიური შემოსავალი მგზავრებზე იყო დამოკიდებული. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად კი ყოველდღიური, მცირე შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ვერც კომპენსაციის მიმღებთა რიგებში მოხვდნენ.
__________________________________________________
ვიდეო მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.