41 წლის ირმა კურტანიძე სოციალურად დაუცველია, მას 2 შვილი ჰყავს. უფროსს, ნიკოლოზს ეპილეფსია და ცერებრალური დამბლა აქვს.
შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო ირმა ვერ მუშაობს. ნიკოლოზს წამითაც კი ვერ ტოვებს მარტო. მათი ოჯახის შემოსავალი სოციალურ დახმარებასა [580 ლარი] და შშმ პირის პენსიაზეა [340 ლარი] დამოკიდებული. ეს თანხაც ძირითადად ექიმებს, წამლებსა და საბაზისო სამედიცინო ხარჯებს ხმარდება.
საქართველოში 16 წლამდე 230 865 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს. ეს რიცხვი ამ ასაკის ბავშვების 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
შემწეობის მიღება ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%); ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე].