„ქართული ოცნების“ პროპაგანდა მოქალაქეების დისკრედიტირების მიზნით წინა ხელისუფლების პერიოდში საჯარო მოხელეობას ან პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნას კომპრომატად იყენებს. თუმცა არ ახსენებს, რომ 2004-12 წლებში თავადაც იკავებდნენ სხვადასხვა თანამდებობას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ თანხასაც სწირავდნენ.
ოფიციალურ ღია წყაროებზე მოვიკვლიეთ რუსული კანონის მხარდამჭერი 85 დეპუტატის სამუშაო გამოცდილება. აღმოჩნდა, რომ 30-მდე მათგანის ბიოგრაფიაში წერია ის, რის გამოც „ოცნება“ სხვებს ამუნათებს.