რა ჩანს აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულთა ვიდეოებში

რა ჩანს აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულთა ვიდეოებში – „პუბლიკა“ საქმის მასალებს გაეცნო და გაჩვენებთ, რის გამო სურს სისტემას მათთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ორგანიზატორების შემთხვევაში დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესების ყურებისას ხშირად გაიგონებდით სიტყვათა შეთანხმებას – ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა. სწორედ ეს საკითხია საკვანძო ამ საქმეში გასარკვევად და პროკურატურის პოზიციის შესაფასებლად.

ამ ვიდეოში სწორედ იმაზე ვსაუბრობთ, რამდენად საკმარისია საქმეში არსებული მტკიცებულებები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის დასამტკიცებლად, ანუ იმ დანაშაულის, რასაც მათ პროკურატურა ედავება.

ასევე იხილეთ: