რას ჰყვებიან დამკვირვებლები მარნეულიდან და გარდაბნიდან

ნათია ამირანაშვილი

პასპორტში ჩაკრული სხვისი პირადი ნომრები, ე.წ. გამწვანებული რეგისტრატორები, ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა საარჩევნო უბნებზე რუსულნომრიანი მანქანებით, საარჩევნო უბნებთან გადაცემული პირადობები, – ნახეთ, რას ჰყვებიან დამკვირვებლები მარნეულიდან და გარდაბნიდან:

,,დავუკვირდი, რომ პასპორტით ვინც მოდიოდა, რეგისტრატორს ისე შეყავდა ნომრები [ვერიფიკაციის აპარატში], რომ ზედ პასპორტს არ უყურებდა, კარგად რომ დავუკვირდი, აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ყურთან გაკეთებული ჰქონდა მიკროფონი და იქიდან კარნახობდნენ პირად ნომრებს”, – იხსენებს დამკვირვებელი მახარე პატაშური მარნეულიდან.