როგორ ჩატარდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს. ვიდეოში გამოყენებულია დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრების ნაწილი.
ვიდეო შედგება ოთხი ნაწილისგან.
1-ელ ნაწილში ნაჩვენებია, რა ვითარებაში უწევდათ მუშაობა დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებს. ვიდეოში ასახულია ძალადობის ფაქტები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე და შეიცავს უხამს ენას.
მე-2 ნაწილი ეხება სიებს და ამომრჩეველთა შესაძლო აღრიცხვას უბნებზე, რასაც კრძალას საარჩევნო კოდექსის VI თავის 45-ე მუხლი - დაუშვებელია კენჭისყრის დღეს შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
მე-3 ნაწილში გიჩვენებთ კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შესაძლო შემთხვევებს. საარჩევნო კოდექსის მე-3 და 58-ე მუხლების მიხედვით, აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად ასევე აკრძალულია კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა (საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლი).
ხოლო ბოლო,
მე-4 ნაწილში განახებთ „კარუსელებისა“ და მარკირების წესების შესაძლო დარღვევის შემთხვევებს. თუ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა არჩევნებში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის საფუძველზე მონაწილეობა ან მონაწილეობის მცდელობა, პირს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164 2 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (საარჩევნო კოდექსი, 76-ე მუხლი). ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს, იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა (საარჩევნო კოდექსი, 64-ე მუხლი).