„დარჩით სახლშიო – და დავრჩით სახლში, და დავრჩით მშივრები“ – გვიყვება ელიავას ბაზრობასთან მომუშავე მურად კუსიანი.
ნახეთ ვიდეო – როგორ გადააგორეს ელიავას მუშებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა, როცა აღარც შეკვეთები ჰქონდათ და გადაადგილებაც შეზღუდული იყო.
მუშები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვერც თვითდასაქმებულებისთვის დაანონსებული ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღება შეძლეს, ვინაიდან საჭირო საბუთების შეგროვება, მათი საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.