შსს პოლიციელების მიერ ნაცემ ჟურნალისტს სამართალდარღვევას ედავება

ბასტი მგალობლიშვილი

⚠️ ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს.

გიყვებით „პუბლიკის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმეზე. ის პოლიციელებმა სცემეს და გაძარცვეს, ახლა კი შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

ნახეთ, რა გარემოებაში დაესხნენ მას თავს და რა თქვეს „დამკავებლად“/„მოწმედ“ გაფორმებულმა პოლიციელებმა ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვაზე.

განახლება: სასამართლო ალექსანდრე ქეშელაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.