თეატრი და პანდემია

„ისე უნდა გავაკეთოთ ეს, რომ რაღაც რისკები არ შევქმნათ. თეატრი ცოტა სპეციფიური ჟანრია, იქ დრამაა“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეატრებში მომუშავე ადამიანების და მაყურებლის კითხვას – როდის გაიხსნებიან თეატრები?

თეატრებს კი გახსნის უფლებას ისევ არ აძლევენ. არადა, საქართველოში თითქმის ყველაფერი ამუშავდა – მაღაზიები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და სპორტდარბაზები, მაგრამ არა თეატრი.

პანდემიამ დამოუკიდებელი თეატრები და დასები, ფრილანსერები განსაკუთრებით დააზარალა. ახლა საქმე მხოლოდ სპექტაკლსა და მისით სიამოვნების მიღებაში არაა, „სამეფო უბნის თეატრის“ დირექტორი დათა თავაძე ამბობს, რომ რესურსები ამოწურულია და პატარა თეატრებს გადარჩენის პრობლემა უდგათ.

დათა თავაძე და რეჟისორი პაატა ციკოლია პანდემიის დროს კულტურის სამინისტროს მოქმედებებზე ან უფრო მეტად უმოქმედობაზე საუბრობენ. მართალია, უწყების ორგანიზებით პროექტი „100 სკამი“ დაიწყო და ღია სივრცეში სპექტაკლების ნაწილი დაიდგა, მაგრამ თავაძე მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი სრულებით არაა. პაატა ციკოლია კი ფიქრობს, რომ მთლიანად გადასახედია თეატრების დაფინანსების სისტემაც.


გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.