ვიდეო | აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

მინდია გაბაძე
გუშინ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებასა და ასევე, ნამახვანჰესის მშენებარე კომპანია „ენკას“ კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჰესის მშენებლობა. გუშივე, „რიონის ხეობის მცველებმა“ კაშხლის მშენებლობის ადგილას კარავი ისევ დადგეს. აღნიშნული კარავი პოლიციამ ერთი კვირის წინ ძალის გამოყენებით ააღებინა მოსახლეობას. ადგილობრივი აქტივისტები ყოველდღიურად ღამის გათევას სწორედ ამ კარვიდან გააგრძელებენ.