„როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, როცა ვიღებ საჭრეთელს და ვმუშაობ, ყველაფერი მავიწყდება. ვრჩებით მარტო მე და ქვა“ – რევაზ ანდღულაძე ქვაზე კვეთის ოსტატია ახალციხიდან, რომელიც უნიკალური ინდივიდუალური სტილითა და ხელწერით გამოირჩევა. იგი მდინარის ნაპირებზე მოგროვილი ქვებით სკულპტურულ თავებს ქმნის.
„ხელოვანი შთაგონებას თავად ქვის ბუნებრივი ფორმებიდან იღებს. ხშირად მის მიერ შქმნილი სახეები საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ტიპაჟებს გვაგონებს. ოსტატი ახალციხეში ცხოვრობს, მხარეში, რომელიც ცნობილია ქვის მხატვრული დამუშავების დიდი ისტორიით. ოსტატი საკუთარი მხარის კულტურული მემკვიდრეობის დიდი დამფასებელი და მცოდნეა. იგი იმ იშვიათ ოსტატთა რიგს მიეკუთვნება, რომელების ჯერ კიდევ ფლობენ მესხური დარბაზის მშენებლობის ტექნოლოგიებს. სწორედ მისი დახმარებით მოხდა თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მესხური დარბაზის რეაბილიტაცია“,- ამბობენ ტრადიციული რეწვის ასოციაციაში.
ვიდეო შექმნილია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინფესტივალის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია USAID Zrda Activity in Georgia
„პუბლიკა“ ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში შემოგთავაზებთ საქართველოს რეგიონებიდან