„სოციალურად დაუცველი სოციალური მუშაკი“, „შრომის სამინისტროს სააგენტო, რომელიც შრომით დავაში დამარცხდა“ – ეს ორი პარადოქსული ფაქტი სოციალური მუშაკის თეა მაღრაძის ბოლო თვეების ისტორიას იტევს.
17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ თეა მაღრაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. სასამართლომ ახალ, ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაავალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (გარდა გამონაკლისი პერიოდისა) და მისი სამსახურში აღდგენა. Სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებისთვის ჯერ არ ჩაუბარებიათ და თეასთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უწყება სააპელაციო სასამართლოში. Ამბობს, რომ გასაჩივრება სტრესს მხოლოდ გაუხანგრძლივებს, ხოლო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.
Თეა მაღრაძე სხვა 33 სოციალურ მუშაკთან ერთად თებერვალში გაათავისუფლეს სამსახურიდან. Პანდემიის გამო ვეღარ დასაქმდა და მისი ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმა. აპრილში Მარტოხელა დედამ ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად. Მან ეს სტატუსი მიმართვიდან 6 თვის შემდეგ მიიღო.